ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი" აცხადებენ საგრანტო კონკურსს არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისათვის „არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება." კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის"ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანია: საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებებისა დაცვისა და დემოკრატიზაციის პროცესების გაძლიერება. პროექტს აქვს სამი ძირითადი ამოცანა:
ბავშვების განათლების უფლების დაცვა;
სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა
ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებზე, განსაკუთრებული ფოკუსით გოგონების უფლებებსა და ბავშვთა შრომაზე.
წყარო: www.osgf.ge