en
ge

დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთათვის ბანაკი 2016: "იდენტობა"

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 09.11.2016
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) აცხადებს კონკურსს დემოკრატიის ზამთრის ბანაკის მონაწილეების შესარჩევად.
დემოკრატიის ბანაკი დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთათვის წლის შემაჯამებელი, ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც ეტაპობრივად, ინტენსიური სწავლების და პროფესიული კავშირების დამყარების წარმატებულ ფორუმად ჩამოყალიბდა. აქ თავს იყრიან ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებიდან და მეორე მხრივ, პოლიტიკის ექსპერტები და პრაქტიკოსები, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. ღონისძების ფორმატი კი მონაწილეებს საჭირო კონტაქტების დამყარებისა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემაზე ინფორმირებული მსჯელობის საშუალებას აძლევს.
2016 წლის დემოკრატიის ბანაკის მთავარი თემა არის „იდენტობა." ღონისძიება დეკემბრის პირველ ნახევარში გაიმართება და თავს მოუყრის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ორმოცდაათამდე დემოკრატიის აქტივისტს საქართველოს ოთხი ქალაქიდან.
წყარო:ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის