en
ge

გრანტების მოძიების სპეციალისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: IDFI
  • დაწყების თარიღი: 20.10.2016
  • ბოლო ვადა: 14.11.2016
  • ბმული: http://jobs.ge/126239/
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას.
დაარსების დღიდან (2009 წელი), IDFI ცდილობს გააძლიეროს საზოგადოება და გახადოს იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. იგი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგავს და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებსა და რეკომენდაციებს; ორგანიზაცია ასევე ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.idfi.ge
"ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) მიერ დაფინანსებული "ორგანიზაციული განვითარების გრანტის" ფარგლებში, IDFI ეძებს გრანტების მოძიების სპეციალისტს, რომელსაც დაევალება IDFI-ის დაფინანსების მოძიების სტრატეგიის განხორციელება და საგრანტო პროექტების (IDFI-ის სტანდარტებისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისი) მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. გრანტის მოძიების სპეციალისტი იქნება IDFI-ის წარმომადგენელი სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებში და ფინანსური მდგრადობის მიღწევის მიზნით, დაევალება მათგან დაფინანსების მოძიების პროცესის წარმატებით წარმართვა IDFI-ის საქმიანობის თითოეული სფეროსთვის (კარგი მმართველობა; მედია, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციები; ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა, და საბჭოთა კვლევები).
წყარო:jobs.ge