"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI) აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კონკრეტულად კი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და იძულებით/ადრეული ქორწინების მსხვერპლი გოგონებისთვის, სექსუალური ძალადობის ან/და სექსუალური შევიწროვების მსხვერპლებისთვის, და ასევე მათთვის, ვინც განიცდიან დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით, რელიგიის ან/და ეთნიკური კუთვნილების ან სექსუალური ორიენტაციის გამო. არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან სტრატეგიულ სამართალწარმოებასა და ცნობიერების ამაღლების პროცესში, რომლის სამიზნე ჯგუფებია: ა) ქალები და გოგონები; ბ) ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას მათი სქესის, ეთნიკური წარმომავლობის ან რელიგიური მრწამსის გამო ან იმყოფებიან ამგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ ან/და; გ) ლგბტ უმცირესობის წარმომადგენლები.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 17:00, 5 დეკემბერი, 2016 წელი.
კითხვების წერილობით წარდგენის ბოლო ვადა: 12 საათი, 14 ნოემბერი, 2016 წელი.
წყარო:jobs.ge