en
ge

პრაქტიკული კვლევის ექსპერტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 03.11.2016
  • ბოლო ვადა: 15.11.2016
  • ბმული: http://jobs.ge/127204/
"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" (CDI), "World Vision"-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის" (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თბილისის, გორის, ახალციხის, თელავის, ზუგდიდისა და ქუთაისის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. უნივერსიტეტები და სკოლები ერთობლივად განახორციელებენ პრაქტიკულ კვლევას 36 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. პრაქტიკული კვლევა უნდა შეეხებოდეს სკოლაში სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერებას. თითოეული უნივერსიტეტიდან კვლევაში მონაწილეობას იღებს 4 სტუდენტი; სულ პროექტის განხორციელებაში ჩართულია 24 სტუდენტი 6 უნივერსიტეტიდან.
პრაქტიკული კვლევის განხორციელების მიზნით, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აცხადებს პრაქტიკული კვლევის ექსპერტის შესარჩევ კონკურსს.
წყარო:jobs.ge