en
ge

კონკურსი პარტნიორი ორგანიზაციების შესარჩევად

პროექტი "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ეროვნული შეფასება" აცხადებს კონკურსს რეგიონში პარტნიორების შესარჩევად.
პროექტი "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ეროვნული შეფასება" დაფინანსებულია "ღია საზოგადოება საქართველოს მიერ" (OSGF) და ხორციელდება "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის" (CTC) და "მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის" (MSDC) მიერ. პროექტის საბოლოო მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება მუნიციპალიტეტების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით. source:osgf.ge