„საქართველოს დემოკრატიის სახლი" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა 2016 წელს. ორგანიზაციის მისიაა საქართველოში დემორატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობა, საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საზოგადოებასა და მთავრობას შორის დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, ქალთა გაძლიერება, ქართველი, აფხაზი და ოსი მოსახლეობის ურთიერთ ნდობის აღდგენისა და დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა.
მას ვისაც სურვილი აქვს გაერკვეს დემოკრატიულ ღირებულებებში, ან გამოიყენოს უკვე დაგროვილი ინტელექტუალური რესურსი ამ სფეროში, მიიღოს სამოქალაქო აქტივობებში მონაწილობა, წარმოადგინოს საკუთარი ინიციატივები და დაგეგმოს და განახორციელოს აქტივობები.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ქუთაისსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრებმა პირებმა, რომელთა ასაკი აღემატება 15 წელს ელ. ფოსტაზე democracyhouse.ge@gmail.com 27 ნოემბრამდე 2016 წ. სათაურის ველში მიუთითეთ ორგანიზაციის წევრობის მსურველი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი