en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისთვის „ქარტიის პრიზი 2016“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • დაწყების თარიღი: 01.11.2016
  • ბოლო ვადა: 01.12.2016
  • ბმული: http://qartia.org.ge/2016/11/01/prizi/
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ნამუშევრების მიღებას "ქარტიის პრიზი 2016-ის” მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას.
კონკურსი ცხადდება შემდეგ ხუთ ნომინაციაში:
  • სატელევიზიო/ვიდეორეპორტაჟი
  • მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
  • სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
  • ჟურნალისტური გამოძიება
  • ბავშვთა საკითხები
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი კვლავაც ცხადდება IREX-ის პროექტის მხარდაჭერით, ხოლო "ბავშვთა საკითხები” დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.
გამარჯვებულებს ნომინირებული კონკურსანტებიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.
წყარო: ეთიკის ქარტიის ვებგვერდი