en
ge

მოხალისე მასწავლებელი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: იუსტიციის სამინისტროს სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრი”
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 13.11.2016
იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი” აცხადებს მიღებას მოხალისე მასწავლებლის პოზიციაზე, ინგლისურ ენაში;
მდებარეობა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი.
მოთხოვნებია:
  • სასურველია ინგლისური ფილოლოგის სპეციალობის სტუდენტი;
  • გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით;
  • იყოს ორგანიზებული და სამუშაოს დაგეგმვის უნარის მქონე;
  • პრობლემების შეფასებისა და კრეატიულად გადაჭრის უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი;
  • სიზუსტე და აკურატულობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.
მოხალისე მასწავლებელი 4 თვის განმავლობაში ჩართული იქნება პროექტში კვირაში 2 დღე, არასრული და მოქნილი გრაფიკით. პროექტი დანაშაულის პრევენციის ცენტრის არასრულწლოვან და სრულწლოვან ბენეფიციართა ინგლისურ ენაში მომზადებას და დახმარებას ითვალისწინებს.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
  1. კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
  2. გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე kchitashvili@prevention.gov.ge . განაცხადის ბოლო ვადა 13 ნოემბერი, 2016 წელი. (გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ „მოხალისე მასწავლებელი" და სასურველი ქალაქი)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
591 414 533 ქეთი ჩიტაშვილი
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი