"მშვიდობის განვითარების ცენტრი" იწვევს 18-30 წლის ახალგაზრდებს ვორქშოფებში, სამშვიდობო საკითხებზე, მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მოისმინონ და მცირე ჯგუფებში განიხილონ ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ამ ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მომსწრენი არიან ქვეყანაში არსებული კონფლიქტების, ყვებიან თავიანთ ისტორიებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ მოვლენებს.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობის განვითარების ცენტრი", საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით და მისი დაფინანსებით. პროექტის მიზანია, შეიქმნას სადისკუსიო პლატფორმა სამშვიდობო საკითხებზე და ხელი შეუწყოს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის წარმოებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში "მშვიდობის განვითარების ცენტრი" იყენებს გერმანული ორგანიზაცია "ბერგჰოფის ფონდის" მეთოდოლოგიას და მასალას, რომელიც გამოყენებულია პროექტის ფარგლებში - "ისტორია, მოგონება და იდენტობა" (უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.berghof-foundation.org/programmes/caucasus/history-memory-and-identity/)
ვორქშოფები ჩატარდება საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, წყალტუბო, ფოთი.
ვორქშოფებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ასაკის დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
ვორქშოფის საშუალო ხანგრძლივობაა 3 საათი.
აღნიშნულ ვორქშოფებში მონაწილე ახალგაზრდებიდან პროექტის მეორე ეტაპზე, შეირჩევიან გამორჩეული მონაწილეები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ მოისმინონ მეტი ინტერვიუ (ქართული, აფხაზური და ოსური), რაც შესაძლებლობას მისცემთ უკეთესად დაინახონ სამივე მხარის პოზიცია. მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdGwScK7DbGN2bW7plX5ffrTvzsXV5lmf9qzZ5PlN0dcTVs3Q/viewform არაუგვიანეს 16 ნოემბრისა.
წყარო:jobs.ge