საქართველოს ლურჯი ფარი და შვედური ორგანიზაცია „კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” ერთობლივი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ: საზოგადოებისა და მედიის ჩართვა" ფარგლებში აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას კულტურული მემკვიდრეობის თემების ირგვლივ და გაზარდოს ეროვნული და რეგიონული მედიის როლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.
კონკურსის შედეგად დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ჟურნალისტური მასალის (სტატია, სიუჟეტი, ტელე-ბლოგი, რადიო) ავტორი შემდეგ თემებზე:
ნაკლებ ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის დაცვის პროექტის პოპულარიზაცია;
კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, როგორც საჯარო სიკეთე და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი;
ჟურნალისტური გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან მემკვიდრეობის კანონის დარღვევის შემთხვევებზე.
წყარო: blueshield.ge