en
ge

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2017–2018

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU)
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 01.02.2017
  • ბმული: http://www.cie.ge
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებაროებს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.
ეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ 40 სხვადასხვა ქვეყანას, აკრედიტირებულია როგორც უნგრეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გვთავაზობს შემდეგ აკადემიურ პროგრამებს:
  • ბიზნესი ( MBA)
  • კოგნიტური მეცნიერება (PhD)
  • ეკონომიკა
  • გარემოს დაცვა და პოლიტიკა
  • გენდერული კვლევები
  • ისტორია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი
  • გამოყენებითი მათემატიკა
  • შუა საუკუნეების კვლევები
  • ნაციონალიზმის კვლევები
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერება
  • საჯარო პოლიტიკა
  • ქსელური მეცნიერება (PhD)
  • სოციოლოგია და სოციალური
  • ანთროპოლოგია
გრანტები და სტიპენდიები
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ნიჭიერ ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას და გრანტს. ეს შეიძლება ოყოს როგორც სრული დაფინანსება, ასევე ნაწილობრივი.
დარეგისტრირდით ლინკზე http://bit.ly/2eRh34y და უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის რომელიმე სტანდარტული ტესტის (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc.) ქულებთან ერთად არაუგვიანეს შემდეგი ვადებისა:
- სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამებზე, ვისაც სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების
მოპოვება სურთ: 2017 წლის 1 თებერვალი.
თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ივნისი. (ამ დროისათვის აპლიკანტებს უნდა შეეძლოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი რომელიმე ტესტის ქულის წარმოდგენა).
სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი - ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615, ელფოსტა:
წყარო: საერთაშორისო განათლების ცენტრი