სლოგანით „მომავლის მემკვიდრეობა. გერმანია-საქართველოს წელი 2017" (Zukunft erben. Deutsch-Georgisches Jahr 2017) გერმანია და საქართველო 2017 წელს ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: ორასი წლის წინ (1817) საქართველოში პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.
პროგრამაში რაც შეიძლება მეტი სუბიექტის ჩართვის მიზნით გერმანიის საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს პროექტების დაფინანსებაზე. ერთი პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 8000 ევროს. დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს ვთხოვთ, მათი საპროექტო იდე(ებ)ის მონახაზი (მაქს. სამ გვერდზე) გერმანულ ან ინგლისურ ენაზე შემოიტანონ გერმანიის საელჩოში 2016 წლის 16 დეკემბრამდე.
დამატებითი ინფორმაცია გერმანია-საქართველოს წელთან და კონკურსის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ასევე საპროექტო მონახაზის ფორმა იხილეთ ქვემოთ. პროექტის მონახაზის შევსებული ფორმა გთხოვთ გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე ku-s[at]tifl.diplo.de.
წყარო: გერმანიის საელჩო