საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ASB -საქართველოსთან პარტნიორობით, აცხადებს ტენდერს, ინტერესთა დაცვის (ადვოკაციის) სამუშაო შეხვედრების ტრენერ/ფასილიტატორის მომსახურების შესყიდვაზე. სამუშაო შეხვედრები განხორციელდება პროექტის "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში" ფარგლებში. სამუშაო შეხვედრის დროს, ორგანიზაციები ან ორგანიზაციათა კოალიციები ტრენერ/ფასილიტატორების დახმარებით შეადგენენ პროექტებს საგრანტო კონკურსზე წარსადგენად.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
2015 წლის 1 მარტიდან საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი (ASB-Georgia), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) საქართველოში და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრთან (UCIPR) უკრაინაში ახორციელებს პროექტს - "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში".
განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, თანდართულ ფაილებად, მისამართზე: likacsrdg@gmail.com არაუგვიანეს ა.წ. 7 დეკემბრის, 18:00 საათისა. Subject-ში გთხოვთ მიუთითოთ "Application for Tender". იმეილის ტექსტში გთხოვთ მიუთითოთ ორგანიზაციის დასახელება ან/და ფიზიკური პირის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაციით.
წყარო:jobs.ge