ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, პარტნიორ ორგანიზაციასთან ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) თანამშრომლობით, აცხადებს განაცხადების მიღებას მცირე გრანტების კონკურსისათვის, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება. მცირე გრანტების კონკურსი ღიაა საქართველოში დარეგისტრირებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, ხოლო უპირატესობა მიენიჭება იმ სამოქალაქო საზოგადოების/არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შესაძლებლობების გაძლიერების ტრეინინგებში მიიღეს მონაწილეობა.
წყარო:jobs.ge