ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" აცხადებს ტენდერს - "რეგიონებში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა".
ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში ბავშვთა საგანმანათლებლო უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
ტენდერის მიზანი: შიდა და ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში სოციალური მეწარმეობის განვითარება მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.
წყარო:jobs.ge