მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ევროკავშირის მიერ
დაფინანსებული ერთობლივი პროექტის "ევროკავშირსა და საქართველოს შორის
კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში, აცხადებენ კონკურსს კვლევის ჩატარებაზე.
კვლევის შედეგად უნდა გამოვლინდეს ის სპეციალობები, რომელზეც მოთხოვნაა
ადგილობრივ შრომით ბაზარზე საქართველოს 10 რეგიონში და ის უნარები, რომელთა
განვითარებაც შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების
შესაძლებლობებს გაზრდის.
წყარო: jobs.ge