en
ge

ზამთრის სკოლა - გოგონათა კლუბი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი, ორგანიზაციები: გერგარტი და ახალგაზრდები მთისთვის
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 14.12.2016
  • ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdPcYh7P3tOCgH4Rm6r8E7deZDXcSL_o8eUUocf6enYLPxs6A/viewform
2016 წლის 18-23 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "გერგარტი და "ახალგაზრდები მთისთვის" ერთობლივი თანამშრომლობით, 16-დან 18 წლამდე, ხევში და სვანეთში მცხოვრებ გოგონებს გიწვევთ ზამთრის სკოლაში ჩასართავად. "ზამთრის სკოლა -გოგონათა კლუბი " 6 დღის მანძილზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  • ხევსა და სვანეთში არსებული პრობლემების ანალიზი;
  • აღნიშნული ორი რეგიონის განვითარების პერსპექტივების გამოვლენა; ეკო ცხოვრების სტილის შესახებ მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება;
  • შემოქმედებითი და ინოვაციური მეთოდების შესახებ პრაქტიკული ცოდნის გადაცემა;
  • რეგიონის თანაბარი განვითარების მნიშვნელობის წარმოჩენა;
  • პროექტის წერის, მართვის და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარება;
მონაწილეების შერჩევა მოხდება აპლიკაციის საფუძველზე, თითოეული რეგიონიდან შეირჩევა 10-10 მონაწილე.
პროექტი 100%-ით ფარავს ტრანსპორტირების, ცხოვრების და კვების ხარჯებს.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 14 დეკემბერი!
წყარო: ყაზბეგის განვითარების ჯგუფი