en
ge

მომავალ ლიდერთა მომზადების პროგრამა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ICSRPA
  • დაწყების თარიღი: 31.01.2013
  • ბოლო ვადა: 20.02.2013
  • ბმული: http://jobs.ge/53811/
სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრი, გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის" დაფინანსებით, იწყებს ახალ ორწლიან მასშტაბურ პროექტს - "დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ახალგაზრდა წევრების გაძლიერების გზით".
პროექტის მიზანია, ჯანსაღი ხედვისა და ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდების მომზადება ლიდერობის, სახელმწიფო მართვის, პოლიტიკის ანალიზის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ადვოკატირების საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკური პროცესების წარმართვასა და დემოკრატიულ მმართველობაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეები გაივლიან სამდღიან ინტენსიურ კურსს, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ექსპერტთა დახმარებით მოამზადებენ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმასა და გზამკვლევს და მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სემინარებსა და დასკვნით კონფერენციაში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქმედ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულ 18-დან 30 წლამდე აქტიურ ახალგაზრდებს, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს ყველა რეგიონიდან.
წყარო: jobs.ge