პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია აშშ-ში - გლობალური განათლების მოტივატორები (GEM). (GEM) წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ასოცირებულ საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციას.
პროგრამის აღწერა: 21-ე საუკუნის სასწავლო საჭიროებები მოიცავს გლობალური განათლების 4 კომპონენტს: (1) კომუნიკაცია, (2) თანამშრომლობა, (3) შემოქმედება, (4) კრიტიკული აზროვნება.
აღნიშნული სტაჟირების პროგრამა დაეხმარება სკოლის დირექტორებს უსაფრთხო, ეფექტური, მზრუნველი და მოსწავლეებისათვის მასტიმულირებელი
სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაში; სწავლების პროცესის პერსპექტივების ახლებურად დასახვაში; ინტერკულტურული და ცხოვრებისეული მრავალმხრივი პერსპექტივების გათვალისწინებაში.
პროგრამაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სკოლის დირექტორებს საერთაშორისო მოწინავე გამოცდილების გაზიარებაში, უცხოელ კოლეგებთან მრავალმხრივი კონტაქტების დამყარებაში, პროფესიულ წინსვლაში, სიახლეების დანერგვაში.
პროგრამა მოიცავს 5-დღიან სატრეინინგო დღეს და სხვადასხვა ტიპის შეხვედრებსა და ვიზიტებს სკოლებში.
პროგრამა განხორციელების ადგილი: „Chestnut Hill" კოლეჯი, აშშ, ფილადელფია.
წყარო: MGSDV