პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის (STPP) მიზანია საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა, რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებში და ზრდასრულებში. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 25,000 აშშ დოლარამდეა.
მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას, რომელიც ჩართულია, როგორც ფორმალურ ასევე არა-ფორმალურ განათლებაში და სხვა ორგანიზაციებს, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, პროფესიულ ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
წყარო: iswd.ge