"ლტოლვილთა დანიის საბჭო" (DRC) დაინტერესებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში იწვევს საგრანტო პროგრამის "ადვოკატირების კამპანია დევნილთა უფლებების დასაცავად" კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო კონკურსი ცხადდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის - "გაუმჯობესებული სერვისები - დაცული მოწყვლადი ჯგუფები" - ფარგლებში.
წყარო:jobs.ge