სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, პროგრამის „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით" ფარგლებში განაცხადების მიღება 1-ლი იანვრიდან დაიწყო. განაცხადების მიღება 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამა ითვალისწინებს მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას. მის მიზანს წარმოადგენს ერთი მხრივ, მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით და მეორე მხრივ, სახელმწიფოზე დამოკიდებულებიდან თვითკმარობაზე გადასვლის უზრუნველყოფა.
პროგრამა გრძელდება 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით.
წყარო:სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო