არაკომერციული ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ახორციელებს პროგრამას "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG), რომლის მიზანია მართლმსაჯულების გაძლიერება სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის გზით.
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს ნიუ-იორკის "ღია საზოგადოების ინსტიტუტმა" დააფუძნა. ფონდი ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენას, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.
"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI) აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგს.
წყარო:jobs.ge