"ევროპის აკადემიური ცენტრი" ახალგაზრდებს 18-დან 35 წლამდე გიწვევთ დიპლომატიურ კონფერენციაზე საფრანგეთში, რომელიც გაიმართება 2017 წლის 29-31 მარტს.
კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გახდნენ გაეროს დელეგატები და თავიანთი მოსაზრებები წარადგინონ სიმულაციურ ასამბლეაზე, ასევე თანატოლებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში.
წყარო: jobs.ge