სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ონლაინ სასწავლო პროგრამაზე „თვითმმართველობის ზოგადის საფუძვლების" მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს. ეს უკვე მეოთხე ციკლია, რომელსაც ინსტიტუტი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ლექტორი – ირაკლი მელაშვილი.
კურსი განკუთვნილია თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის. ონლაინ პლატფორმა საშუალებას იძლევა სამუშაოსგან მოუწყვეტლივ, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებმა ერთდროულად აიმაღლონ ცოდნა ისეთ საკითხებში, როგორიცაა თვითმმართველობის არსი, მისი ძირითადი პრინციპები, თვითმმართველობის სისტემები და მოდელები, კომპეტენცია, სამართლებრივი აქტები, ფინანსური საფუძვლები და ა.შ. კურსი მოიცავს ათ ვიდეოლექციას, საკითხავ მასალას და მიღებული ცოდნის შეფასების სისტემას.
ონლაინ სასწავლო კურსი უფასოა.