en
ge

„თავისუფლების დაცვის ცენტრის“ პროექტი

„თავისუფლების დაცვის ცენტრის" საპარლამენტო პროექტი წარმოადგენს საგანმანათლებო პრაქტიკას, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უშუალოდ საქართველოს პარლამენტში აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის მეშვეობით.
არსებული პროექტის მიზანია იურიდიული და ყველა სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცეთ საშუალება მიიღონ პრაქტიკა, რომ გამოიყენონ თეორიული ცოდნა რეალობაში. არსებული პროექტი მიზნად ისახავს განურჩევლად უნივერსიტეტის და ფაკულტეტის სტუდენტების მიღებას. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატები. პროექტის მონაწილე ლიდერი სტუდენტები ჩაერთვებიან ასევე მომდევნო მასშტაბურ პროექტში.
პროექტში მონაწილეობა არის სრულიად უფასო.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში