პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი აცხადებს კონკურსს ლეინ კირკლენდის სახელობის სტიპენდიებზე პოლონეთში. პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განავითარონ დემოკრატია, ეკონომიკა და სამოქალაქო საზოგადოება საკუთარ ქვეყნებში. პროგრამა ითვალისწინებს ორ სემესტრიან სწავლებას პოლონურ უნივერსიტეტებში და მინიმუმ 2 კვირიან სტაჟირებას საჯარო ან კერძო ინსტიტუტებში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უკრაინის, ბელარუსიის, რუსეთის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს - ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, მეწარმეებს, მენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, პედაგოგებს, ჟურნალისტებს.
წყარო: kirkland.edu.pl