ტურბულენტური საინფორმაციო გარემო და უწყვეტი საკომუნიკაციო ციკლი სულ უფრო "ართულებს" კომუნიკატორსა და ინფორმაციის მიმღებს შორის ურთიერთობას, რასაც მაღალი კონკურენცია, არჩევანის მრავალფეროვნება, სამიზნე აუდიტორიის მენტალური და ქცევითი თავისებურებებიც ემატება. კერძო თუ სახელმწიფო აქტორებისთვის ხელთ არსებული ისეთი რესურსები, როგორებიცაა ფინანსური ინტერვენცია ან/და სამართლებრივი იძულება, სამიზნე აუდიტორიის დარწმუნების და სასურველი ქცევის მიღებისთვის ერთადერთ და საკმარის საშუალებას აღარ წარმოადგენს.
წყარო: jobs.ge