en
ge

მცირე საგრანტო კონკურსი შშმ პირებისთვის

დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის (დასაქმებაზე ორიენტირებული განათლების და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში) ფარგლებში აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე ჩატარებული ტრენინგის (საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა) მონაწილეებისთვის. კონკურსის მიზანია, არსებული საოჯახო ბიზნესის გაძლიერება და ტრენინგზე მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში რეალიზაციის ხელშეწყობა.
საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს აჭარაში მდებარე მცირე საოჯახო ან/და ინდივიდუალური ბიზნესის გაძლიერებაზე (მაგალითად: თონე, სახელოსნო, ჯიხური და ა.შ.).
მცირე საოჯახო ან/და ინდივიდუალურ ბიზნესად ჩაითვლება განაცხადი, რომლის განხორციელებაშიც უშუალოდ ოჯახის წევრები არიან ჩართულნი.
საგრანტო თანხა: საოჯახო ბიზნესში ერთ დასაქმებულ ადამიანზე დასაფინანსებელი თანხა შეადგენს არა უმეტეს 500 ლარს. ერთი პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.
პროექტის განხორციელების ძირითადი კომპონენტები გათვლილი უნდა იყოს არაუმეტეს 5 (ხუთი) თვის პერიოდზე.
დემოკრატიის ინსტიტუტი იტოვებს უფლებას, წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით საჭირო ნივთის (ინვენტარი, დანადგარები, აღჭურვილობები და ა.შ.) შესყიდვა განხორციელდეს დემოკრატიის ინსტიტუტის სახელით და შემდგომ გადაეცეს განმცხადებელს.
წყარო: დემოკრატიის ინსტიტუტი