en
ge

ტრენინგების სერია ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მწვანე ალტერნატივა
  • დაწყების თარიღი: 01.02.2017
  • ბოლო ვადა: 10.02.2017
  • ბმული: http://greenalt.org/news/training_meeting/
2017 წელს მწვანე ალტერნატივა გეგმავს  შეხვედრებისა და ტრენინგების სერიის მოწყობას თემაზე „ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში". დაგეგმილი შეხვედრების მიზანია, ენერგეტიკულ პროექტებთან მიმართებაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით (მათ შორის, გარემოსდაცვითი, სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და გენდერული უფლებები) არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სამოქალაქო ორგანიზაციების ხედვისა და პერსპექტივის ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ასევე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობის შესწავლა.
წყარო: მწვანე ალტერნატივა