დაინტერესებული ხარ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის განვითარების დინამიკით? გიფიქრია რუსეთ-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გავლენაზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში? იოჰან სკიტის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან კურსზე, მაგისტრებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. კურსის მიზანია რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე ინტერდისციპლინარული ხედვის ჩამოყალიბება ეკონომიკის, უსაფრთხოების, პოლიტიკური მეცნიერების და მედია კვლევების პერსპექტივიდან.
კურსი მოიცავს ვიდეო ლექციებს, თეორიული კონცეპტებს, ვიდეო ინტერვიუებს ექსპერტებთან. სტუდენტები რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ კურსის საბოლოო გამოცდას ტარტუს უნივერსიტეტის სერთიფიკატს მიიღებენ.
წყარო: www.mladiinfo.eu