სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგსა და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად”, აცხადებს სტაჟირების პროგრამას, რომლის მიზანია ახალგაზრდა სპეციალისტების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობა. სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია ონლაინ კურსების სერთიფიცირებული სტუდენტებისთვის.