en
ge

ღია კარის საგრანტო პროგრამა

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ფონდის "ღია კარის” საგრანტო პროგრამაში.
გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის "ღია კარის” საგრანტო პროგრამით დაფინანსებული პროექტები უნდა დასრულდეს 30 სექტემბრისათვის, ფონდი მიიღებს საპროექტო განაცხადებს, რომელთა მთლიანი ხანგრძლივობა არ აღემატება 6 (ექვს) თვეს. სრული საპროექტო განაცხადები და თანმხლები ბიუჯეტი წარმოდგენილ უნდა იყოს არაუგვიანეს 15 მარტისა. პროექტის ბიუჯეტის ქვედა ზღვარი არ უნდა იყოს 8,000 ლარზე მცირე, ხოლო ზედა ზღვარი არ უნდა აჭარბებდეს 60, 000 ლარს.
"ღია კარის” პროგრამა მხარს უჭერს ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებენ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა აქტუალური პრობლემის მოგვარებას და გააჩნიათ უფრო ფართო მასშტაბით დანერგვის პოტენციალი. ჩართულობის ხარისხს, თანამოაზრეთა მობილიზაციის ეფექტურ მეთოდებს, გენდერულ თანასწორობას, სხვადასხვა სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ტოლერანტობის დამკვიდრებას, კონფლიქტების დროს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ინიციატივებს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობ ღონისძიებებს. პროექტის თემატიკა და მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიასა და პროგრამულ მანდატებს.
დამატებითი ინფორმაცია ფონდის მისიასა და პროგრამულ მანდატებზე, "ღია კარის” საგრანტო პროგრამაზე, ასევე საპროექტო განაცხადის ფორმები, მათი შევსების გზამკვლევი და სხვა ინსტრუქციები შეგიძლიათ მიიღოთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ოფისში 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ამ ჩამოტვირთოთ ფონდის ვებ-გვერდიდან: http://www.epfound.ge/georgian/grantis-madziebeltatvis/application-forms.html
წყარო: epfound.ge