„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” არის საქართველოში პირველი ამ ტიპის კონკურსი, რომლის მიზანია, დააჯილდოვოს ქართველი ჟურნალისტები, რომლებმაც გამოავლინეს ჟურნალისტური პრინციპების ერთგულება და პროფესიონალიზმი. შეირჩევა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნდა 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 30 სექტემბრამდე ბეჭდვითი მედიის, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების მეშვეობით, სამ საპრიზო კატეგორიაში:
- საუკეთესო საგამოძიებო რეპორტაჟი ან სტატია;
- საუკეთესო ტელე და/ან რადიო რეპორტაჟი;
- საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური მედია