en
ge

ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამა

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.03.2017
სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს ,,ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამას’’ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ფინანსური მხარდაჭერით. ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისა და წევრებისათვს, ასევე რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
1.ტრეინინგი თემაზე ,, პროექტის მართვა, ფონდების მოძიება და ეფექტური კომუნიკაცია’’ - ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის
25-28 მარტი, 2017წ - რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი http://iscr.ge/
ღონისძიებაზე რეგისტრაცია: docs.google.com/forms
 2.ტრენერების ტრეინინგი
22-23 აპრილი, 2017 წ - რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრი http://iscr.ge/
 3. გასვლითი ვიზიტები თბილისში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან
4. სემინარი თემაზე ,,არასამთავრიბო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობის ხელშეწყობა’’ - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის
10-11 ივნისი, 2017 წელი
5.,,ორგანიზაციული განვითარება’’ - ინდივიდუალური კონსულტაციები  ორგანიზაციებისათვის
პროექტი ხორციელდება  უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით. ტრენინგებს ჩაატარებენ უნგრელი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი, სომეხი და უკრაინელი ექსპერტები.
რეგისტრაცია შესაძლებელია 2017 წლის 15 მარტამდე.
https://docs.google.com/forms
კითხვების შემთხვევაში: yccdgeorgia@gmail.com