en
ge

ამერიკული ბანაკი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურსცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
გაზაფხულის ყველაზე სასარგებლო და საინტერეო სეზონი იხსნება. 13-22 მარტს ბაკურიანში გაიმართება AMERICAN CAMP.
ვიწვევთ მოტივირებულ და აქტიურ ახალგაზრდებს. ბანაკში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინგლისურენოვანი სესიები. პროგრამა FLEX - ის კურსდამთავრებულები საინტერესო მოთოდოლოგიის საშუალებით ჩაატარებენ სახალისო და შემეცნებით სესიებსა და ტრენინგებს. სწორედ ჩვენი ტრენერების საშუალებით გაიგებთ თუ როგორ მიიღონ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და რა ახალგაზრდული შესაძლებლობები არსებობს საქართველოში.
საღამოობით შემოგთავაზებთ გასართობ ღონისძიებებს. გაატარეთ საგაზაფხულო არდადეგები ჩვენთან ერთად და აქციეთ დაუვიწყარ მოგონებად.
კეთილმოწყობილი სასტუმრო, სამჯერადი კვება და სასწავლო პროცესის თანხა 10 დღის განმავლობაში 550 ლარს შეადგენს.
ჩვენი ბანაკების მონაწილეთა უმრავლესობა დღეს წარმატებით ღებულობს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.
რეგიონული განვითარების რესურსცენტრს ბანაკების ექვს წლიანი უდიდესი გამოცდილება აქვს. ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. 2011 წლიდან AMERICAN CAMP 17 მონაწილე, პროგრამა FLEX - ის კურსდამთავრებულია. 2016 წელს კი ამავე გაცვლითი პროგრამით ჩვენი ბანაკის 4 მონაწილე გაემგზავრა.
ჩვენი ბანაკის ტრენერები, უკვე AMERICAN CAMP მონაწილე პროგრამა FLEX - ის კურსდამთავრებულები და ამერიკელი პედაგოგები არიან. ბანაკის მიზანია ინგლისური ენის გაუმჯობესება და გაცვლითი პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება.
რეგისტრაცია დაწყებულია.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ: 595339181 - AMERICAN Camp America