en
ge

ბანაკი რადიოჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა გოგონებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’ და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) გაცნობებთ, რომ ,,FRIDA’’ -ს მხარდაჭერით იწყება ბანაკი ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან რადიოჟურნალისტიკით.
ბანაკის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს როგორიცაა: აუდიო მასალის ჩაწერა და დამონტაჟება, მიკროფონთან მუშაობა, რადიო გადაცემების შექმნა სხვადასხვა თემაზე, რეპორტაჟების მომზადება, რედაქტირება და ა.შ.
გოგონებმა პროექტში მონაწილეობით უნდა აიღონ პასუხისმგებლობა , რომ ბანაკში მიღებულ ცოდნას, გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს გამოიყენებენ თავიანთი თემის საკეთილდღეოდ, მოამზადებენ რადიოგადაცემებს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.
ბანაკი განხორციელდება ბაკურიანში 2017 წლის 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 დან 24 წლის გოგონებს .
ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა: ა.წ 25 მარტამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით radio.helpinghand@gmail.com
წყარო: ჰელფინდ ჰენდი