en
ge

იურისტი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე. 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის შესახებ

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციაა, რომელიც 1996 წლიდან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით არსებობს. ინსტიტუტის ძირითადი საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტური საარსებო გარემოს შექმნას, ეფექტური საჯარო მმართველობისა და მდგრადი ინსტიტუტების ფორმირებას, ადგილობრივი თვითმმართველობისა განვითარებასა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას (http://www.civilin.org). 

იურისტის ძირითადი მოვალეობები

  • არასამეწარმეო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, მასში არსებული პრობლემების გამოვლენა და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტების მომზადება; 
  • არასამეწარმეო და საქველმოქმედო ორგანიზაციების მარეგულირებელი საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზი, მასში არსებული პრობლემების გამოვლენა და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტების მომზადება; 
  • ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის ანალიზი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სარეკომენდაციო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; 
  • შემუშავებული საკანონმდებლო აქტების ლობირება შესაბამის უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან და სამინისტროებთან; 
  • კანონპროექტებზე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება; 
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა.

აპლიკანტის საჭირო კვალიფიკაცია და უნარები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება; 
  • პროფესიით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; 
  • მოწესრიგებული შრომის დისციპლინა, სამუშაოს დაგეგმვის უნარი; 
  • IT უნარები;
  • ქართული და ინგლისური ენის გამართულად ფლობა; 
  • გუნდური მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე: vazha@civilin.org უნდა გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტები (ქართულ ენაზე):

  • ავტობიოგრაფია (CV); 
  • სამოტივაციო წერილი (ბოლო ორი წლის სახელფასო ისტორიის მითითებით).

დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 15 თებერვლამდე. 

აპლიკანტმა ელექტრონული ფოსტის ველში უნდა მიუთითოს "Lawyer". 

შერჩეულ კანდიდატებს ინსტიტუტი თავად დაუკავშირდება.