en
ge

საგრანტო კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 10.03.2017
  • ბოლო ვადა: 16.04.2017
  • ბმული: http://www.womenfundgeorgia.org/?36/624/
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტი (Foundation Open Society Institute).
 საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ურთიერთკავშირსა და დამოკიდებულებაზე ქალთა გაძლიერების საკითხებთან, ამ საკითხების მიმართ პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას, აგრეთვე, სექსუალურ უფლებებზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების გაძლიერებას და დაცვას.
წყარო: www.womenfundgeorgia.org