არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო" აცხადებს იდეების კონკურსს სამი მიმართულებით: საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების, გენდერული თანასწორობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით.
საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებები:
მიმდინარე კონკურსში მიიღება ისეთი ინიციატივები, რომლებსაც შეუძლიათ საზოგადოებისთვის დადებითი ცვლილებების მოტანა.
კონკურსში თემატიკა შეუზღუდავია. მთავარია იდეამ მოიტანოს ცვლილება თქვენს თემში და/ან ფართო საზოგადოებაში. ინიციატივა შეიძლება ეხმიანებოდეს ადამიანების უფლებებს, თემისთვის მნიშვნელოვან პრობლემას, სოციალურ საკითხებს, ხელოვნებას, კულტურას და სხვა.
იდეების შემოტანის ბოლო ვადაა: 15 აპრილი
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში