en
ge

ტენდერი კვლევითი ორგანიზაციის შესარჩევად

ტენდერი კვლევითი ორგანიზაციის შესარჩევად
ტენდერის ნომერი #TESI_1
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელბას, როგორც სერვისის პირდაპირი მიწოდებით, ასევე-პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
„სიდა" ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ტრენინგებისა და დასაქმების ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში” (TESI), რომლის მიზანია პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირებისა და მათი ოჯახებისთვის. პროექტის პარტნიორები არიან „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" (GFA) და „DVV International".
აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სიდა" აცხადებს ტენდერს ბაზრის კვლევისა და პროექტის პირდაპირი სამიზნე ჯგუფის (მსჯავრდებულები, ყოფილი მსჯავრდებულები, განრიდებული და პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირები) შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესწავლის მიზნით.
ტენდერის შესახებ სრული ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ბმული მიმაგრებული ფაილის სახით.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 10 აპრილისა.
წყარო: სიდა