საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) წარმოგიდგენთ პირველ ყოველწლიურ ჯილდოს იმ მოქალაქეების ღვაწლის დასაფასებლად და წარმოსაჩენად, რომლებმაც თავდადებით იშრომეს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის პრინციპების დასაცავად და თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს დემოკრატიული ღირებულებების: თანასწორობის, ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის გავრცელებასა და განვითარებას საქართველოში.წყარო:cela.ge