en
ge

გამოცხადდა რეგისტრაცია ნატოს დღეების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში ღია კარის დღეზე

გამოცხადდა რეგისტრაცია ნატოს დღეების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში ღია კარის დღეზე
ვიზიტისას სტუდენტები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სტრუქტურასა და მის როლზე, ასამბლეის და საქართველოს პარლამენტის ურთიერთობებზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის თაობაზე მიაწოდებს ინფორმაციას. საუბარი იქნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებაც, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ