გაეროს განვითარების პროგრამა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს აჭარის რეგიონში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოგებაზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფების და კოოპერატივების პოპულარიზაციას და მისცეს მათ შესაძლებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზარდონ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და რაოდეობა.
აღნიშნული საგრანტო კონკურსის განაცხადის ფორმები იხილეთ დანართით, ან მიიღეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემდეგ მისამართებზე: ქ. ბათუმი, კომახიძის ქუჩა 119.
განაცხადის მიღება იწარმოებს 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლითყ
წყარო:jobs.ge