en
ge

სემინარები მასწავლებლებისთვის „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის"

სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეოთხე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის", რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები მონაწილეობენ.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. მონაწილეები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.
წყარო: სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის"