en
ge

ამერიკული ინგლისურის ონლაინ კურსი

გამოცხადდა ამერიკული ინგლისურის შემსწავლელი ვებინარების სერია. 6 უფასო ონლაინ კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ელ-სერთიფიკატები. კურსი გათვლილია ინგლისური ენის მოქმედ და მომავალ მასწავლებლებზე. ვებინარები გაიმართება 3 მაისიდან 12 ივლისის ჩათვლით. თითო სემინარი 60-წუთიანია და ყოველ მეორე ოთხშაბათს თბილისის დროით 17:00 საათზე ვაშინგტონიდან გაიმართება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია და მსურველები რიგითობით ჩაიწერებიან. მოგვწერეთ თქვენი დასტური დღის ბოლომდე ელ-ფოსტის მისამართზე: TbilisiExchanges@state.gov და აუცილებლად მიუთითეთ ელ-გზავნილის სათაურად (subject line-ში): „AE Webinar Series 6”.
წყარო: აშშ–ის საელჩო საქართველოში