COBERM, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა, აცხადებს საპროექტო იდეების მიღებას სამოქალაქო საზოგადოების - დარეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და აკადემიური დაწესებულებებისგან.
საპროექტო იდეები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მიზნებს:
- ადამიანებს შორის ნდობის დამყარების ინოვაციური შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობა;
- მშვიდობის, სტაბილურობის და ადამიანების უსაფრთხოების ხელშემწყობი გარემოს შექმნა.
გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე და ჩამოტვირთეთპროექტის იდეების კონკურსის დეტალური აღწერა და პროექტის იდეის განაცხადის ფორმა ამ გვერდის მარჯვენა მხარეს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 5 მაისი, 18.00 საათი.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში