ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისაგან საქართველოს რეგიონებში სურსათის
უვნებლობის საკითხებზე საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების
მოსაწყობად. კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში — „საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა".