en
ge

კონკურსი ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ქეა
  • დაწყების თარიღი: 08.04.2017
  • ბოლო ვადა: 17.04.2017
  • ბმული: http://jobs.ge/138497/
ქეა საერთაშორისო კავკასიაში, რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) სენაკის, ხობის, აბაშის, მარტვილის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ერთობლივად ახორციელებენ პროექტს "თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის", ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD - საქართველო) ფარგლებში.
პროექტის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სტრატეგიის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ უახლესი კანონის შესაბამისად, ფერმერების სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ეფექტურობის ამაღლება და შემოსავლების ზრდა, ფინანსურად მდგრადი, ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერული ჯგუფების ხელშეწყობის გზით.
"ქეა საერთაშორისო კავკასიაში"-ს შერჩეული კოოპერატივებისათვის შესაძლებლობების განვითარების მიზნით, საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო საკითხებში, პროექტისგან ესაჭიროება ფინანსური და ტექნიკური დახმარება.
ტექნიკური დახმარების მიზანი:
ტექნიკური დახმარების მიზანია პროექტის ფარგლებში სამეგრელოს, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში შერჩეული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კვალიფიკაციის ამაღლება ადგილზე, საბუღალტრო აღრიცხვასა და საგადასახადო საკითხებში, რათა შეძლონ საბუღალტრო საქმის ჯეროვნად წარმოება, მათი ბიზნესის განხორციელების პერიოდში. კონსულტაციის დასრულების შემდგომ, კოოპერატივებმა უნდა შეძლონ საბუღალტრო აღრიცხვის განხორციელება და საგადასახადო დეკლარაციების გაგება და მომზადება.
წყარო:jobs.ge